Thursday, March 9, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

         დღეს ტრენინგის ბოლო დღე იყო. გავიმეორეთ ნასწავლი მასალა . მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაცია. განსაკუთრებით მომეწონა ქალბატონების-ეთერ იაშვილის, ნანა ქავთარაძისა და თინათინ ფსუტურის პრეზენტაციები. 
          ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით. ვისწავლე ბევრი რამ, რასაც აუცილებლად განვახორციელებ და გამოვიყენებ პროექტზე მიღებულ ცოდნას. ამ ცოდნას გავუზიარებ ჩემს მოსწავლეებსაც.
          დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთინო ცერაძეს გულისხმიერებისთვის. მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა.

Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მერვე დღე

  • შევაჯამეთ განვლილი მასალა;
  • გადავამოწმეთ პორტფოლიო, თითოეულ საქაღალდეს დავარქვით შესაბამისი     სახელი;
  • დღეს ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა;
  • პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე;
  • Saturday, March 4, 2017

    მეშვიდე დღე

    დღეს დატვირთული დღე იყო. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე : შევმენით განსხვავებული მოსწავლეების დავალებები,  შევავსეთ პროექტის პროცედურები.

    Sunday, February 26, 2017

    ტრენინგის მეექვსე დღე

        დღე დავიწყეთ წინა მასალის  გამეორებით. გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის მოთხოვნებს და შევქმენით ის, რაც ძალიან საინტერესო იყო. გავეცანით შეფასების რუბრიკებს.
        

    Saturday, February 25, 2017

    ტრენინგის მე-5 დღე

    ძალიან საინტერესო საკითხებს შევეხეთ.განსაკუთრებით მომეწონა და დამაინტერესა მოსწავლის ბლოგის შექმნამ. სახალისო და სასიამოვნოდ დატვირთული დღე იყო. აუცილებლად გამოვიყენებ დღევანდელ ცოდნას მოსწავლეებთან მუშაობისას.

    Saturday, February 18, 2017

    ტრენინგის მესამე დღე

    საკმაოდ დატვირთული, მაგრამ საინტერესო დღე იყო. დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. ვიმუშავეთ პროექტის მიზანზე,სტანდარტზე, მიმართულების საკვანძო კითხვებზე... საინტერესო იყო იმ კუთხითაც, რომ სუფევდა თანამშრომლური გარემო-ერთმანეთს ვუსმამდით კითხვებს, ვუზიარებდით აზრს...   

    Sunday, February 12, 2017

                                               ტრენინგის მეორე დღე

    დღევანდელმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა. აგრეთვე word-ის ის ინსტრუმენტები, რომელიც დაგვეხმარებოდა ბუკლეტის შედგენაში. განსაკუთრებით მომეწონა ბუკლეტზე მუშაობა. ხალისით ვიმუშავე მასზე.
    ბუკლეტი შევუსაბამე , რა თქმა უნდა, ჩემი პროექტის თემას. 

    Saturday, February 11, 2017

    ტრენინგის პირველი დღე

    ძალიან მომეწონა ტრენინგის პირველი დღე. როგორც ჩანს ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგი გველის. გავეცანი (ზოგადად) ინტელის ძირითად კურსს, გზამკვლევს. ზოგადად მიმოვიხილეთ პროექტის გეგმა. ვფიქრობ და ვეცდები, ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში.